პრემიერი დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს მაცხოვრის შობას

100 წაკითხვა
ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშიაა ნათქვამი.

პრემიერი დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს მაცხოვრის შობას.

“ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა მივულოცო ეს დღე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

Next Post

თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს

კვი დეკ 25 , 2022
100 წაკითხვა2022 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ცოლ-ქმარი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, ბრალდებულმა, რომელიც უკვე დაკავებულია, ურთიერთშელაპარაკებისას ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებულ ორმოში მოათავსა და ხის ტოტებით დაფარა, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს […]