შალვა ხაჭაპურიძე ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეზე საუბარს აღარ აპირებს (ვიდეო)

180 წაკითხვა

შალვა ხაჭაპურიძე ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეზე საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებს. ამ საკითხზე მან 22 დეკემბერს, “ფორმულა”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა და თქვა, რომ ეს იყო სასამართლოზე გაკეთებული განცხადება, ერთგვარი ცნობის სახით.

წამყვანის კითხვაზე, აპირებს თუ არა გამოაქვეყნის საუბრის ფარული ჩანაწერი, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მეტჯერ აღარ აპირებს საუბარს და თემის განვრცობას.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს,  შალვა ხაჭაპურიძემ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ტვ “პირველი”-ს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ის დასკვნა დადო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა.

Next Post

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებას ეხმიანება

კვი დეკ 25 , 2022
180 წაკითხვაადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებას ეხმიანება: “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პირველი პირის პერსონა ყოველთვის იყო და, ალბათ, კვლავ იქნება განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ობიექტი, განურჩევლად კონტექსტისა, ჟამისა და დროებისა…ასევე ყოველთვის და განსაკუთრებით ახლა გვაინტერესებდა და გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი. ახლა, როდესაც მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, არაერთი შეცდომისა მაინც აქტიურად მივისწრაფვით ევროპისკენ, როდესაც რეგიონში არსებული უკიდურესად რთული სიტუაციის […]