მითხარით თუნდაც ერთი პატიმარი, რომელიც მან “გარემოზე შეუგუებლობის” მოტივით საზღვარგარეთ გაუშვა და მე ჩავუდგები მიშას გათავისუფლების აქციებს სათავეში” – დაჩი ცაგურია

107 წაკითხვა

მითხარით თუნდაც ერთი პატიმარი, რომელიც მან “გარემოზე შეუგუებლობის” მოტივით საზღვარგარეთ გაუშვა და მე ჩავუდგები მიშას გათავისუფლების აქციებს სათავეში”- ასე ეხმიანება დაჩი ცაგურია ნაც.მოძრაობის მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლებასა და საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.

“ამ ფსევდო მიშისტებმა, ლატენტურმა მიშისტებმა და უბრალოდ მიშისტებმა რატომ გადაწყვიტეს რომ მორალურ პედესტალზე არიან? რატომ გადაწყვიტეს რომ “მიშას აწამებენ”, “მიშას კლავენ” იმუშავებს და ამ ზღაპარს თავიანთი უტვინო მხარდამჭერების გარდა კიდევ ვინმეს დააჯერებენ?

მიშას რეჟიმისგან განსხვავებით არც მიშას და არც ერთ პატიმარს საქართველოს ციხეში არ აწამებენ! მიშას ხელისუფლებისგან განსხვავებით არც მიშას და არც ერთ პატიმარს ციხეში არ კლავენ! არ სცემენ… არც ქონების გადაფორმებას და ბიზნესის დათმობას აიძულებენ, არც გაუპატიურებით ემუქრებიან, არც მიცვალებულებზე აბამენ მორგებში, არც ექიმის ნაცვლად ციხის ჯალათები არ უვარდებიან პატიმას საკანში “ააა ექიმი გინდა?” “მე შენ განახებ ექიმს” მეტიც ჩვენ ვხედავთ რომ აპარტამენტებში აცხოვრებენ, თავს დასტრიალებს ასობით ექიმი, რეკორდებს ხსნის ვიზიტორების მიღების, რეკორდი დაამყარა როგორც ყველაზე ხანგრძლივ შიმშილობაში ასევე ხანმოკლე შიმშილობითაც გამოიჩინა თავი.

ვნახეთ როგორ ოსტატურად ხტება საწოლიდან რომ ვითომ გადმოვარდა… ვნახეთ როგორ ესვრის მედიკოს ქალბატონს თავში მისთვის მოტანილ ნივთებს, ვნახეთ რომ არაფერი აკლია ჭკუის გარდა და მაინც არ აფასებს ამ პატიმრისთვის სამეფო პირობებს. მოკლედ ჯობია კაცი რომელმაც ციხეში წამებით მოაკვლევინა სერგო თეთრაძე, ქუჩაში ცემით კობა დავითაშივილი, ტყვიით ცინდელიანი-ქარდავა და მათი გვამები ზღვაში ჩაძირეს და ა.შ. სია სამწუხაროდ ძალიან გრძელია, დროა თავად მოინაულოს ის პირობები სადაც ერთ 6 ადგილიან საკანში ცხოვრობდა 70 პატიმარი, ანახონ როგორ მორიგეობით ეძინათ ნარზე, როგორ იბავდნენ თავს გისოსზე რომ არ წაქცეულიყვნენ…
მოკლედ ცოტა ხნით იმავე საკანში სადაც თავად აცხოვრებდა პატიმრებს, რომ გადაიყვანოთ მერწმუნეთ არაა ურიგო აზრი. ეს მას დაეხმარება დააფასოსს ის გარემო რომელსაც ესე “ვერ ეგუება” თურმე. ბადენბადენში კი არა იმ საკნებშია გადასაყვანი სადაც თავად ყავდა ნახევარი საქართველო გამომწყვდეული და ნახეთ როგორ მოყოჩაღდეს.

მოკლედ, მიშას ამ ავადმყოფი მიშისტების გარდა არავინ კლავს, თურმე ამ ფანტასტიურ გარემოს ვერ ეგუება და ამიტომ უნდა გაუშვან საზღვარგარეთ.

თვითონ ამ ბედოვლათმა რამდენი პატიმარი გაუშვა “გარემოზე შეუგუებლობის” დიაგნოზით საზღვარგარეთ თავსი მმართველობის დროს? კმაყოფილებისგან გიჟდებოდნენ ხო მიშას პატიმრები იმ “საოცარ გარემოზე” საპატიმოში რომ ახვედრებდა? მოიცა ცხრა წლის განმავლობაში რეკორდი დაამყარა ხალხის დაჭერაში და ნუთუ არც ერთს არ ჰქონდა ეს ახალი გამოგონებული დიაგნოზი “გარემოსთან შეუგუებლობა”? მოიცა მიშა ხო ანგელოზი იყო, დემოკრატიის შუქურა და ადამიანის უფლებათა მოამაგე? ხოდა მითხარით თუნდაც ერთი პატიმარი რომელიც მან “გარემოზე შეუგუებლობის” მოტივით საზღვარგარეთ გაუშვა და მე ჩავუდგები მიშას გათავისუფლების აქციებს სათავეში.”– წერს დაჩი ცაგურია.

Next Post

ხაშლამა დიდი ქვაბით - სალომე ზურაბიშვილის სახლთან მიხეილ სააკააშვილის მხარდამჭერები ღამეს ათენებენ (ვიდეო)

ორშ დეკ 26 , 2022
107 წაკითხვამიხელ სააკაშვილის მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილის საცხოვრებელთან იმყოფებიან და ითხოვენ, რომ მან შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. აქციის ორგანიზატორია “ნაც.მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე. მისივე თქმით, ისინი აპირებენ ღამის გათენებას და თანამოაზრეებს მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ. გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მათ დიდი ქვაბით ხაშლამა მიუტანა.