სადღაც თუ არ გავჩერდით, ეს სიძულვილი ერთნაირად დაგვანგრევს ყველას – ანა წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ექიმების მოთხოვნის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა. ფეისბუქში კი პოსტი გამოქვეყნა:

“შიმშილობის პირველივე დღიდან – არანაირი მოლოდინი არ მქონდა რომ ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს გაითვალისწინებდა.
შოკისმომგვრელი კადრების შემდეგ რაც გაავრცელეს – ბრაზი, ბოღმა, და სიძულვილი ერთმანეთში ამერია.

პირველად ამ 10 წლის მანძილზე საკუთარი თავის შემეშინდა, რადგან შურისძიებაზე ვიფიქრე. მივხვდი რომ ძალიან ცოტა მაკლდა იმისთვის რომ ამ სიძულვილის და ანგარიშსწორების მორევში საკუთარი თავი არ დამეკარგა.

ამ დღეების განმავლობაში შევხვდი უამრავ ადამიანს ხელისუფლებიდან, ოპოზიციიდან, სამოქალაქო სექტორიდან. მადლობას მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს.

მქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ჩემს სანახავად მოსულ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან მხოლოდ ერთადერთი რამე მქონდა სათქმელი: ამ სიძულვილის და ანგარიშსწორების წრეზე – გამარჯვებული არავინ გამოვა, სადღაც თუ არ გავჩერდით, ეს სიძულვილი ერთნაირად დაგვანგრევს ყველას.

მე მქონდა შესაძლებლობა მენახა და მელაპარაკა საქართველოს პრეზიდენტთან და მადლობა მინდა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ ყველა, ნაციც, ქოციც, შუაშისტიც სადღაც ერთ უფსკრულში, სიძულვილში ვეჯიბრებით ერთმანეთს.

განტევების ვაცს ვეძებთ, ყველას ყველაფერს ვაბრალებთ და მთავარი გვავიწყდება – ერთიანობის, სიყვარულის, შეცდომების პატიების და ერთმანეთის გაფრთხილების გარეშე ყოფნა არის ის რაც მტერს აძლიერებს.

რაც არ უნდა ერჩიათ და შევეშინებინეთ ჩემი ანალიზებით ექიმებს და ჩემს მეგობრებს – ვიცოდი რომ სანამ საკუთარ თავში არ დავძლევდი ამ ყველაფერს და ოდნავ მაინც არ გადამივლიდა არაფრის ფასად არ შევწყვეტდი.

მე ერთადერთი რამის შემეშინდა მხოლოდ, ჩემი შიმშილობის ბოლო დღეებში რეალური საფრთხე დავინახე ჩემი მეგობრების მხრიდან, რომ შიმშილობის წრე შეიძლებოდა გაფართოებულიყო. მე არ მქონდა უფლება ჩემი მეგობრების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დამეყენებინა.

ამ ომში გადარჩენა თუ გვინდა, უნდა ვიცოდეთ, რომ მიუხდავად პროფესიისა, შესაძლებლობისა ყოველდღიური Freedom Fighter (თავისუფლებისთვის მებრძოლი)- ხარ, სადაც საკუთარი ღირებულებების გარდა, ყველაფრის ფასად უნდა იბრძოლო საბოლოო გამარჯვებისთვის.

მე ამ უკუნეთში, სადაც სინათლე არ ჩანს ვიცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ.
მიშა უნდა გადარჩეს და იცოცხლოს.

ბოდიში ყველას, ვინც განერვიულეთ ჩემი სიჯიუტით. მადლობა გულშემატკივრობისთვის.

უდიდესი მადლობა ექიმებს, რომლებიც 24/7 ზრუნავდნენ ჩემზე. მადლობა პარლამენტის აპარატს, რომელიც სრული შემადგენლობით თავს მევლებოდა.
არანაირი დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან, სადაც გამარჯვებას დასჭირდება.

ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო დავით კირკიტაძეს და მადლობა ვუთხრა თემო ჯანაშიას, დათოს სასწრაფოდ გადაყვანის შემდეგ, თემომ მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობისა, ჩემი დაჟინებული თხოვნა და დაპირება გაითვალისწინა, მადლობა ამისთვის”- წერს ანი წითლიძე.

  • Kaspersky Digital Footprint Intelligence: ყოველი მეორე ექსპლოიტი ბნელ ქსელში უმიზნებს ნულოვან და პირველი დღის დაუცველობას

    Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა გააანალიზა 547 რეკლამა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორუმებზე დაუცველობის ექსპლოიტების შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათი ნახევარი (51%) იყენებს ნულოვანი და…

    მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

    2024 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღკვეთა 6 686 375 თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო  ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლენილი იქნა …

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *