აღარ გაჩერდით და დავწერ – ელისო კილაძე

106 წაკითხვა

ელისო კილაძის პოსტი ფეისბუქში:

“აღარ გაჩერდით და დავწერ: სანდრო გირგვლიანის საქმემ გადაიყოლა წინა ხელისუფლება!

როცა შს მინისტრის ცოლი ხარ და შენი ქმრის ხელქვეითებთან ერთად თავზე იმხობ რესტორანს, (და არა მარტო), ვიღაც რომ შეგაგინებს-პოლიციელი რომ ხარ, კაპეზე-ში უნდა წაიყვანო და არა ოქროყანის ტყეში!

ირინას აქციებზე ძალიან ცოტა ხალხი მახსოვხართ და ორივე მხრიდან მორჩით გირგვლიანის თემით სპეკულაციებს! მორჩით!

და არც მიშას სჭირდება მურმან დუმბაძის მსგავსი ქომაგობა, სანდროს ხსენებით!
არის რაღაც, რასაც არ უნდა შეეხო! არასდროს!

ჰო, “ქოცები” მიშას სანდრო გირგვლიანის მკვლელობას არ ედავებიან. ბრალში შეწყალებაა და ისიც,მხოლოდ სასჯელის განახევრება, გამოშვებით იმ მოსამართლემ გამოუშვა,რომელიც ახლა მიშას ასამართლებს პიჯაკების საქმეზე”- წერს ელისო კილაძე.

Next Post

ძალიან ნათელია, რომ აქ, რაღაც ერთობლივი თამაშია სხვადასხვა ძალებს შორის - სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

ხუთ დეკ 29 , 2022
106 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება 28 დეკემბერს გამართულ აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც მისგან მოითხოვდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. “ეს ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი. დღეს, ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს ვაპირებდი და როცა გავიგე, რომ აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება და ჩემი სურვილი იყო, ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც არაერთი ბრძოლა (აქ არ ვსაუბრობ საარჩევნო ბრძოლებზე), გამივლია იმ შავბნელ დღეებში, […]