რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვიღაც საეჭვო ხალხი ხალხი რომ მივიდა – გიული ალასანია

228 წაკითხვა

გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს ცივილიზაციაზე, – ამის შესახებ გიული ალასანიამ განაცხადა დღეს,თბილისის საქალაქო სასამართლოში და  გამოეხმაურა 28 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საწინააღმდეგო აქციას.

„საერთოდ გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე. სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ხელშეუხებელია და რა მოაწყვეს იქ, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდაც ცივილიზაციაზე. ასეთი აქციები ყველასთვის მიუღებელია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

Next Post

ბათუმში, მე-14 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

ხუთ დეკ 29 , 2022
228 წაკითხვაბათუმში, საცხოვრებელი სახლის მე-14 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალი ფანჯრის მინებს  წმენდდა.