პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

133 წაკითხვა

პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაცვალების შემდეგ  „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა, ჯილდო კი მის ოჯახს გადაეცა.

მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა.

ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა.

Next Post

მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე - ნინო ნადირაძე ადვოკატ ხაჭაპურიძეზე

ხუთ დეკ 29 , 2022
133 წაკითხვამგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე  – წერს კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორი ნინო ნადირაძე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეზე. “125 პატიმარი ჰყავსო “ვივამედს” მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე. 2019 წლიდან გარდაცვლილია 19 პაციენტი. რეანიმაცია არ აქვთო, ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს, სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა. მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი […]