არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით პოლიციამ დედა დააკავა

2,672 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Next Post

„როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით?“ - ბობოხიძე უმრავლესობას

სამ ნოე 12 , 2019
2,672 წაკითხვაროდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით? – ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. მან მმართველი გუნდის წევრებს შეახსენა, რომ ხელისუფლებაში სწორედ ისინი არიან და არა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამდენად, გადაწყვეტილებებიც მათი მისაღებია. გარდა ამისა, ბობოხიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციის ინიცირებულ კანონპროექტსაც შეეხო, რომელიც სამპროცენტიან ბარიერსა და პოლიტიკური ბლოკების დაშვებას გულისხმობს. ბობოხიძის თქმით, პარლამენტის სამსჯელო არ უნდა იყოს, რომელი […]

შესაძლოა მოგეწონოთ