დიმიტრი პესკოვი – დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს, მას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია

257 წაკითხვა

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრინციპში ვერაფერს შეცვლის და მას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი მოუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში არაფრის გადაჭრა არ შეუძლია. ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი”, – აღნიშნა პესკოვმა.

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანებს მიაწვდის.

„რთულია, მნიშვნელობა მიანიჭო მხოლოდ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე საუბარს. ვიცით, რომ კოლექტიურმა ევროპამ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე შეიტანეს ათობით მილიარდი დოლარი უკრაინაში იარაღის მიწოდებით”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარი გახდა

სამ იან 10 , 2023
257 წაკითხვაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6990 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8921 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0112 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ […]