მიხეილ სააკაშვილი – სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა – პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ

318 წაკითხვა

სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით საქართველომ ისინი მინიმალურ ფასში იყიდა თავის დროზე.

„სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს „ბუკ“-ის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც „ბუკ“-ის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები „ბუკ“-ისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი „ჯაველინების“ უკრაინისთვის სესხებაზე.

ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა გუშინ აღნიშნა, რომ კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

Next Post

გიგა ბოკერია - იარაღის შესყიდვა საქართველოსთვის პრობლემა იყო, რადგან რუსეთი აწარმოებდა წნეხს ყველგან - პრინციპული საკითხი იყო, ხელს ვინ გაგვიწვდიდა და საფასურის სანაცვლოდ მოგვაწვდიდა იარაღს, ეს გააკეთა უკრაინამ

სამ იან 10 , 2023
318 წაკითხვაუკრაინისთვის იარაღის გადაცემა, რომელიც დღეს მას სჭირდება, პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, რის საფასურადაც აშშ-სგან საქართველო უკეთესს იარაღს მიიღებდა, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისი თქმით, ხელისუფლების ლოგიკა იქამდე მიდის, რომ საქართველოს ჯარის გაძლიერება არ უნდა მოხდეს, ჯარი უნდა […]