1,329 წაკითხვა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და მაკრატლით თმა შეიჭრა. მისი განცხადებით, პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ და ამას აპროტესტებს. მოქალაქემ მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილია“ და ისინი პარლამენტისგან პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას ითხოვენ.