თინა ხიდაშელი – საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ტრაგედიაა, თუ ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი იმ მდგომარეობაშია, სადღაც „მეორე ფრონტს“ გახსნის.

„საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებენ. იმაში კი არ არის პრობლემა, რომ ვიღაც ჩვენი ხელისუფლებიდან „შნურით“ კრემლზეა მიერთებული. არა, ეს არ არის რეალურად ასე. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი მენტალურად არიან მიერთებული მოსკოვთან და ამ შიშებთან: „რას იტყვიან კრემლში, როგორ იმოქმედებს ეს კრემლის პოლიტიკაზე“. თუ საქართველოს ხელისუფლებაში ვინმე არსებობს ისეთი, ვინც სინამდვილეში ლოგიკურად და დასაბუთებულად ფიქრობს, დღეს რუსეთი იმ მდგომარეობაშია, სადღაც „მეორე ფრონტი“ გახსნას, კიდევ უფრო დიდ ტრაგედიასთან გვქონია საქმე. ხვდებით, რა გადამეტებული წარმოდგენა აქვთ რუსეთის უძლეველობაზე?!“,-განაცხადა ხიდაშელმა.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *