ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

225 წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას და კონსტრუქციულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Next Post

სად ვიყიდოთ Apple-ის ახალი ან მეორადი პროდუქტები?

ოთხ იან 11 , 2023
225 წაკითხვაApple განაგრძობს თავისი პროდუქტების სრულყოფას და ახალ და ძველ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ მოწყობილობებს სთავაზობს. ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისოდ და ბაზარზე წლებია ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას. 2018 წელს Apple-მა აუდიტორიას  iPhone-ის მეთორმეტე თაობის სერია წარუდგინა. სერია 3 მოდელს აერთიანებდა: iPhone XS iPhone XS iPhone XS Max მომხმარებლების განსაკუთრებული სიმპათია, აღნიშნულ მოდელებს შორის iPhone XS-მა დაიმსახურა, რომელიც გაყიდვაში ოფიციალურად ჩაეშვა 2018 წლის სექტემბერში. […]