რა არის ბუღალტრული აღრიცხვა და რატომ გვჭირდება ბუღალტრული სერვისები?

217 წაკითხვა

რა არის ბუღალტრული აღრიცხვა?

ბუღალტრული აღრიცხვა ნიშნავს ორგანიზაციის ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას, გაზომვას, დამუშავებასა და გადაცემის სისტემას. მისი მიზანი საბაზრო ურთიერთობების ყველა მონაწილისათვის ინფორმაციის მიწოდებაა. ბუღალტრული აღრიცხვა შეგროვილ და დამუშავებულ ფინანსურ ინფორმაციას ფინანსურ ანგარიშგებაში განაზოგადებს და მიაწოდებს მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.

რატომ გვჭირდება ბუღალტრული სერვისები?

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბიზნესი ან ნებისმიერი ორგანიზაცია არ არსებობს ბუღალტერიის გარეშე. ბუღალტრული აღრიცხვა არის ის, რაც მუდმივ განვითარებასა და წარმატების მიღწევაში გვეხმარება.

თანამედროვე რეალობაში, ბუღალტერს ქირაობენ ხარჯების დაზოგვის მიზნით. თუმცა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ბუღალტრული სერვისები გაცილებით ხელმისაწვდომია აუთსორსზე, ვიდრე ინსორსზე.

ამის 3 მარტივი მიზეზი არსებობს:

  1. ბუღალტრის დაქირავებას სჭირდება ბუღალტრული პროგრამა; აუთსორს კომპანიას კი ეს რესურსი თავად აქვს და ცალკე თანხის გადახდა პროგრამაში აღარ მოგიწევთ.
  2. ბიზნესისთვის საჭიროა საგადასახადო ექსპერტის ან საგადასახადო კონსულტანტის დაქირავება, რაც ხარჯებს უფრო ზრდის. აუთსორს მომსახურების დროს კი, თქვენ გექნებათ წვდომა მრავალი პროფილის ექსპერტზე.
  3. ბუღალტრის დაქირავებისას, საგადასახადო შეცდომების რისკი მთლიანად კომპანიაზე რჩება. აუთსორს კომპანიის დაქირავებით კი, ბიზნესი გადაჭრის საბუღალტრო პრობლემას და პრევენციას გაუკეთებს იმ დიდ რისკებს, რომლებიც არასწორი ბუღალტერიისა და გადასახადების წარმოებას ახლავს თან.

ბუღალტრული სერვისები და ფინანსური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ანგარიშგება ფინანსური მდგომარეობის შესახებ
  • საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება
  • ახსნა-განმარტებითი შენიშვნები
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება
  • შესადარისი ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია სტანდარტით

მცირე და საშუალო ბიზნესებს გირჩევთ, ბუღალტრული სერვისები აუთსორსზე გაიტანოთ. რატომ? მიზეზი მარტივია: დაზოგავთ დროს, ენერგიას და ფინანსებს. თუ გჭირდებათ ბუღალტრული აღრიცხვა და პროფესიონალთა გუნდი, საქართველოში ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული და სანდო კომპანია არის AccountAnts. მათი უპირატესობებია:

  • ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის სამ დონიანი კონტროლი
  • ბუღალტერიის ვირტუალური კაბინეტი და რეპორტინგის ქლაუდ სისტემა
  • ახალგაზრდა, გამოცდილი და ენერგიული გუნდი
  • აღრიცხვისა და კომუნიკაციის უახლესი სისტემები

მრავალფეროვანი ბუღალტრული სერვისები და ბუღალტრული აღრიცხვა პროფესიონალურ დონეზე – მიანდეთ ფინანსები ენთებს და კონცენტრირდით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე! დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ნომერზე +995 32 212 22 12

 

 

Next Post

სად შევიძინოთ გამათბობელი და მტვერსასრუტი?

ოთხ იან 11 , 2023
217 წაკითხვაბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოს უმეტეს ნაწილში თოვს. გარეთ სიცივეა, ყველაზე კომფორტული კი ამ დროს სახლში ყოფნაა. თუმცა, კომფორტი წარმოუდგენელია სითბოს გარეშე. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია გამათბობელი, რომელიც სახლში სიმყუდროვეს და სასიამოვნო გარემოს ქმნის. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან არის მტვერსასრუტი. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც სახლის სისუფთავე მნიშვნელოვანია, იდეალური საჩუქარია. მისი უპირატესობა ისაა, რომ, ცოცხისგან […]