დატა ცენტრი და დაშვების სისტემა – რაში გვჭირდება?

2,235 წაკითხვა

თუ ბიზნესის წარმომადგენელი ხართ და გსურთ, რომ თქვენი ობიექტი და მონაცემები დაცული იყოს, წაიკითხეთ ეს სტატია ბოლომდე.

რას ნიშნავს დაშვების სისტემა?

დაშვების სისტემა შენობის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის საშუალებას გვაძლევს, დავარეგულიროთ გადაადგილება, საჭიროების შემთხვევაში კი – შევზღუდოთ ან გავაკონტროლოთ. გარდა ამისა, ზუსტად ვიცით, რამდენი ადამიანია ტერიტორიაზე და როგორ არიან განაწილებული, სად მდებარეობს თითოეული მათგანი. დაშვების სისტემა თანამშრომელთა სამუშაო დროის დაანგარიშების შესაძლებლობასაც ქმნის. შესაბამისად, მისი გამოყენება შეიძლება როგორც მცირე ზომის ოფისებისთვის, ისე მსხვილი საწარმოებისა თუ დიდი დაწესებულებებისთვს.

შეზღუდული დაშვების სისტემა ეფექტურია პიროვნების ამოცნობისთვის – თითის ანაბეჭდით, სახის მოყვანილობით ან თვალის გუგის გარსის ამოცნობით. დაშვების შემზღუდავი საშუალებებია:

  • დომოფონის დამრეკი
  • ციფრული ვიდეო კამერა ღამის ხედვით
  • სენსორული ან აუდიო დომოფონი
  • ელექტრომაგნიტური საკეტები
  • ავტომატიზებული პარკირებისა და ნომრის ამოცნობის სისტემები
  • პერიმეტრის დაცვის სისტემები და სხვა.


რას ნიშნავს
დატა ცენტრი?

 

დატა ცენტრი  მოიცავს:

  • სერვერებს
  • მონაცემთა შენახვის აპარატურას
  • მათ დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურას
    სარეზერვო კოპირებისა და არქივაციის სისტემას
  • მონაცემთა შენახვის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის სისტემას

დატა ცენტრი აღჭურვილია ხანძარსაწინაარმდეგო სისტემებით, კონდიცირების და სტრუქტურული საკაბელო სისტემებით, სატელეკომუნიკაციო დამიწების სისტემით და ა.შ. მასში დაცულია განთავსებისთვის დადგენილი სპეციალური წესები და უწყვეტი კვება. ყოველივე ეს გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ დატაცენტრში IT სისტემების გამართულობასთან დაკავშირებული რისკები.

თუ გჭირდებათ დატა ცენტრი ან დაშვების სისტემა, დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ვეზირს ცხელ ხაზზე + (995 32) 225 16 14

 

Next Post

ხარისხიანი და თანამედროვე ფასადები და ჟალუზები საქართველოში

ოთხ იან 11 , 2023
2,235 წაკითხვაშენობის ინტერიერის დაგეგმარება საკმაოდ რთულ და კომპლექსურ სამუშაოებს მოითხოვს, რომელშიც ბევრი ადამიანის შრომა დევს. კარგი დიზაინის გარდა, ნებისმიერი შენობას კონსტრუქციის ფუნქციური გამართულობა ესაჭიროება. თუმცა, შენობის კედლებში მოხვედრამდე, პირველ შთაბეჭდილებას მაინც მისი ექსტერიერი გვიქმნის. ექსტერიერის უმთავრეს კომპონენტს ქმნის ფასადები. ფასადები გამოხატავს მშენებლობის სტილსა და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებს. აღსანიშნია, რომ ისინი როგორც შენობის ფუნქციურ მთლიანობას, ისე ესთეტიკურ მხარესაც უნდა ეწყობოდეს. სტანდარტული […]