თბილისის ზღავზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, ბექა კვიციანს კი, ორი დღეა ეძებენ

1,916 წაკითხვა

დეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს.

“ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,”- განუცხადა კვიციანმა “კურიერს”. 

ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Next Post

„ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი“ - დიმიტრი ხუნდაძე

სამ ნოე 12 , 2019
1,916 წაკითხვამცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, თანაგუნდელებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოების მცირე ჯგუფთან კომპრომისზე წავიდა, რამაც შეიძლება მომავალში ქვეყანაში ქაოსი გამოიწვიოს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამ ცვლილებით იკარგებიან როგორც ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის შუამავალი პირები, ასევე იქმნება საფრთხე, რომ მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდეს: “თქვენ წახვედით კომპრომისზე, შეეცადეთ ყველაფერი დაეთმოთ, რომ სტაბილურობა ქუჩაში,პოლიტიკურ ველზე და საზოგადოებაშიც […]

შესაძლოა მოგეწონოთ