ხარისხიანი და თანამედროვე ფასადები და ჟალუზები საქართველოში

343 წაკითხვა

შენობის ინტერიერის დაგეგმარება საკმაოდ რთულ და კომპლექსურ სამუშაოებს მოითხოვს, რომელშიც ბევრი ადამიანის შრომა დევს. კარგი დიზაინის გარდა, ნებისმიერი შენობას კონსტრუქციის ფუნქციური გამართულობა ესაჭიროება. თუმცა, შენობის კედლებში მოხვედრამდე, პირველ შთაბეჭდილებას მაინც მისი ექსტერიერი გვიქმნის.

ექსტერიერის უმთავრეს კომპონენტს ქმნის ფასადები.

ფასადები გამოხატავს მშენებლობის სტილსა და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებს. აღსანიშნია, რომ ისინი როგორც შენობის ფუნქციურ მთლიანობას, ისე ესთეტიკურ მხარესაც უნდა ეწყობოდეს. სტანდარტული ფასადები ორი ძირითადი შრისგან შედგება  – გარეთა შრე, რომელიც, უმეტესად აგურისგან მზადდება და შიდა შრე. მათ შორის კი თერმული იზოლატორია მოთავსებულია მცირე დაშორებით, რათა მოხდეს ვენტილაცია.

ფასადები კლასიფიცირდება რამდენიმე ტიპად:

●        ალუმინის ფასადი

  • ბოჭკოვანი ცემენტის ფასადი
  • ხის ფასადი
  • სტიქო ფასადი
  • ვინილის ფასადი

 

ფასადის ძირითადი უპირატესობებია:

  • ერთგვაროვანი, ბრტყელი ზედაპირი
  • არ ხუნდება ან იწვის
  • ფიზიკური ზემოქმედების მიმართ გამძლეობა
  • ანიჭებს გამორჩეულ დიზაინს
  • შენობას იცავს კოროზიისგან

 

ჟალუზები

ჟალუზები ესაა ერთგვარი საფარი, რომელიც შენობის შიდა სივრცეს არასასურველი სინათლის შემოსვლისგან იცავს და ასევე, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ჟალუზები აქტიურად გამოიყენება სამედიცინო დანიშნულების შენობებში, ოფისებსა,  თუ საცხოვრებელ პროექტებში. ზოგიერთ ჟალუზში, სხვადასხვა ტიპის კონტროლის სისტემებიცაა გამოყენებული.

სტანდარტული ფანჯრის ჟალუზები გრძელი ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ფილებისა და მყარი მასალებისგან შედგება, მათ შორის: ხის, პლასტმასის ან ლითონის, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

 

ჟალუზის ტიპები:

  • ვერტიკალური ჟალუზი
  • ჰორიზონტალური ჟალუზი
  • ხის ჟალუზი
  • ზებრა როლეტი
  • ჟალუზი – პლისე და სხვ.

 

თუ გამორჩეული დიზაინის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით დამზადებულ ხარისხიან ჟალუზებს ან ფასადებს ეძებთ, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია „დომუს ალუმინიუმს“.

„დომუს ალუმინიუმი“  არის დომუსის შვილობილი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ფასადებისა და ჟალუზების ფართო არჩევანს. კომპანია საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს და ორი ლიდერი ევროპული კომპანიის – გერმანული Schüco-ისა და ბელგიური Reynaers-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

 

 

Next Post

როგორ მოვიძიოთ ფინანსები გაუთვალისწინებელი დანახარჯებისთვის?

ოთხ იან 11 , 2023
343 წაკითხვადღეს აუცილებელი, თუმცა, გაუთვალისწინებელი ფინანსური რესურსების მოძიება სხვადასხვა გზებით შეგვიძლია. მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ საშუალებას კი ფინანსური ორგანიზაციიდან სესხის მიღება წარმოადგენს. სესხები გაიცემა განსხვავებული მიზობრიობითა და პირობებით, ხოლო სანამ სესხის აღებას გადავწყვეტთ, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, ვის და როდის მივმართოთ მის მისაღებად. რა არის და როგორ მივიღოთ სესხი? სესხი ესაა ვალი, რომელსაც ფინანსური ორგანიზაციებისგან (ბანკი, მიკროსაფინანსო და სხვ.) ვიღებთ, […]