ვოლოდიმირ ზელენსკი – რიტორიკა ნატო-ს ღია კარზე უკრაინისთვის საკმარისი არ არის – გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება, ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს, უფრო მეტს, ვიდრე ღია კარს

ნატო-ს ღია კარის შესახებ რიტორიკა არასაკმარისია უკრაინისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ვილნიუსში ზაფხულში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე უკრაინის ნატო-ში წევრობის შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელის.

“რაც შეეხება ვილნიუსს. დღეისთვის ღია კარის შესახებ რიტორიკის სახით უბრალოდ უკრაინის მხარდაჭერა არასაკმარისია. უფრო ზუსტად, არასაკმარისია ჩვენი სახელმწიფოს მოტივირებისთვის, უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ – არასაკმარისია ჩვენი მეომრების მოტივირებისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება მოიყვანა როგორც კონკრეტული გადაწყვეტილების მაგალითი, რომელიც უკრაინას მოტივაციას უჩენს.

“ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება. გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება. ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს. ჩვენ უფრო მეტს ველით, ვიდრე ღია კარს. ისეთი რაღაცები, როგორც კანდიდატის სტატუსი, მოტივაციას გვიჩენს. რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, რომ დაპირებებს არ გვაჭმევენ, რომ რეალურად თანასწორებს შორის გვხედავენ. წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის გახსნა მოტივაციას გვიჩენს, ვიბრძოლოთ. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე წინ გადადგმული ნაბიჯები”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *