„ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი“ – დიმიტრი ხუნდაძე

1,282 წაკითხვა

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, თანაგუნდელებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოების მცირე ჯგუფთან კომპრომისზე წავიდა, რამაც შეიძლება მომავალში ქვეყანაში ქაოსი გამოიწვიოს.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამ ცვლილებით იკარგებიან როგორც ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის შუამავალი პირები, ასევე იქმნება საფრთხე, რომ მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდეს:

“თქვენ წახვედით კომპრომისზე, შეეცადეთ ყველაფერი დაეთმოთ, რომ სტაბილურობა ქუჩაში,პოლიტიკურ ველზე და საზოგადოებაშიც დამკვიდრებულიყო. მცირე ჯგუფმა არასამთავრობოებისა და საზოგადოებისამ შექმნა მოლოდინი, თითქოს მთელი საზოგადოება ითხოვს პროპორციული სისტემის გაუქმებას. რა მიიღეთ? მიიღეთ ქუჩაში 3-თვიანი არეულობა და თქვენ არაფერი არ გაეცით, თქვენ წაგართვეს და წაგართვეს ის რომ ქვეყანა ამ წართმევით ქვეყანა აუცილებლად დადგება ქაოსის წინაშე. ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი, მით უმეტეს ამით ხელი ეწყობა დესტრუქციულ ძალას,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რუსთავი2

Next Post

ოპოზიცია „გადაგდების“ მოლოდინში - რა თამაშს თამაშობს ივანიშვილი?

სამ ნოე 12 , 2019
1,282 წაკითხვათუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდა ქვეყანა, ეს გაფორმდება, როგორც „გადაგდება“ ძალაუფლების დაკარგვის შიშის ფონზე. თუ ჩაითვალა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია, ის მჟორიტარულ არჩევნებსაც წააგებს 2020 წელს. ანუ პოლიტიკური ზიანი ძალიან მაღალი იქნება, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც შეაფასა პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცესი, რომელიც 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. გია ხუხაშვილის თქმით, ამ საკითხთან […]