Kaspersky Safe Kids-ი კიდევ უფრო ეფექტური გახდა

„კასპერსკის ლაბორატორიის“  ბავშვთა უსაფრთხოების ონლაინ გადაწყვეტა Kaspersky Safe Kids  მეშვიდედ იქნა დაჯილდოებული დამოუკიდებელი ლაბორატორია  AV-TEST-ის სერტიფიკატით   APPROVED Parental Control Software. გადაწყვეტამ Windows- ზე  დაბლოკა პოტენციურად შეუსაბამო რესურსების 92% ( 2021 წელში  დაბლოკა 90% ), ხოლო ანდროიდზე  – 87% (  2021 წლის 85%-თან შედარებით).  გარდა ამის  Kaspersky Safe Kids -მა Windows-ზე დაბლოკა თითქმის  არასასურველი კონტენტების 100%  „უფროსებისათვის“.   ტესტირებამ უჩვენა, რომ 2022 წელში  Windows-ზე მნიშვნელოვნად შემცირდა  ცრუ  ბლოკირებები, თითქმის  5,6% -მდე ( 2021 წელში მათი რიცხვი  შეადგენდა  6,7%) და  4,8%-მდე  Android-ზე (მაშინ როცა 2021 წელს  იყო 6%).

„კასპერსკის ლაბორატორია“ იუწყება, რომ AV-TEST-ის ექსპერტებმა ცალკე აღნიშნეს პროდუქტის ფართო ფუნქციონირება ინტერნეტში ბავშვების ქცევის მონიტორინგისა და ონლაინ და ოფლაინ გარემოში საქმიანობის კონტროლისთვის. კერძოდ, ერთ-ერთმა გამტესტავმა აღნიშნა საძიებო მოთხოვნების მონიტორინგის ფუნქციები, ეკრანის დროის ლიმიტის შეზღუდვა,  ასევე აპლიკაციების დაბლოკვის შესაძლებლობა iOS-ზე,Windows-სა და Android-ზე კატეგორიებისა და ასაკის მიხედვით.

„მოწყობილობა დიდ როლს თამაშობს დღევანდელი ბავშვების ცხოვრებაში, რამაც  შეიძლება  მშობლების შეშფოთება  გამოიწვიოს. სოციალურ ქსელებსა და ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება, ასაკის შეუსაბამო კონტენტი მხოლოდ  იმ პრობლემათა ერთი ნაწილია, რასაც  შეიძლება წააწყდეს ბავშვი ინტერნეტსივრცეში. Kaspersky Safe Kids გთავაზობთ საუკეთესო ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს ვირტუალურ სამყაროში  ბავშვების დასაცავად.  ჩვენი გადაწყვეტა შექმნილია იმისთვის, რომ დავეხმაროთ მშობლებს ჩაუნერგონ შვილებს სწორი ციფრული ჩვევები და დაამყარონ ჯანსაღი ბალანსი ოფლაინ და ონლაინ რეალობას შორის, დაიცვან ისინი შეუსაბამო კონტენტისაგან,” – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“  სამომხმარებლო ბიზნესის პროდუქტის მარკეტინგის ხელმძღვანელი მარინა ტიტოვა.

ტესტირების შედეგების შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ანგარიშში Kaspersky Safe Kids: Parental Control Certification Test 2022.  Kaspersky Safe Kids-ის შესახებ მეტს შეიტყობთ კომპანიის  საიტზე.

  • -

    პინგვინები და ვაშლები: „კასპერსკის ლაბორატორიის“ EDR გადაწყვეტა ახლა ხელმისაწვდომია Linux-სა და macOS-ზე

    „კასპერსკის ლაბორატორიამ“  წარმოადგინა Kaspersky EDR-ის განახლებული ვერსია ბიზნეს Optimum-ისთვის. პროდუქტის კიბერ საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების შესაძლებლობები Windows-ის გარდა ახლა უკვე ხელმისაწვდომია Linux-სა და macOS ოპერაციულ სისტემებზე. სამივე პლატფორმისთვის, ძირითადი EDR…

    „კასპერსკის ლაბორატორიამ “ შექმნა ერთიანი გადაწყვეტა უსაფრთხო განაწილებული სამრეწველო ქსელების შესაქმნელად

    „კასპერსკის ლაბორატორიამ“  შექმნა ახალი ყოვლისმომცველი გადაწყვეტა განაწილებული  სამრეწველო ქსელების შესაქმნელად და დასაცავად – მის შემადგენლობაში შედის  Kaspersky SD-WAN და Kaspersky Industrial CyberSecurity (KICS). კომპანია იუწყება, რომ გადაწყვეტილებების ერთობლივი გამოყენება შესაძლებელს…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *