ხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს

231 წაკითხვა

ხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს: ამასაც აქვს ერთადერთი მიზანი – ეს არის ესკალაცია. გახსოვთ, რომ ისინი წარსულშიც ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად მოეპოვებინათ ბელარუსისგან აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. რეალურად, ამისთვის რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მმართველი პარტიის ლიდერი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის მორიგი პროვოკაციაა, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ამ პროვოკაციებს  არ აჰყვება.

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე

ორშ თებ 20 , 2023
231 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს. “ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი […]

შესაძლოა მოგეწონოთ