გიორგი ვაშაძე – „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან, ომიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო და მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს – ეს ინფორმაცია ყველას დაგვიმალეს

410 წაკითხვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

როგორც გიორგი ვაშაძემ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დამოკიდებულება, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, შეურაცხმყოფელია.

„მოლდოვაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფები და ეს წუთია, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს, ომიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო და მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია ყველას დაგვიმალეს. სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს, თბილისში, რუსთაველზე ყველა უნდა შევიკრიბოთ, რათა ამ მართლაც უღირს ადამიანებს, ჩვენი, ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ. დამოკიდებულება, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, მართლა შოკის მომგვრელი და შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Next Post

პარლამენტის თავმჯდომარე - პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ - არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ

ორშ თებ 20 , 2023
410 წაკითხვაარასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, ეს ანტიდემოკრატიულია. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ინტერვიუში აღნიშნავს, ამ საკითხს შესწავლა სჭირდება. „არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ