პარლამენტის თავმჯდომარე – პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ – არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ

568 წაკითხვა

არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, ეს ანტიდემოკრატიულია. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ინტერვიუში აღნიშნავს, ამ საკითხს შესწავლა სჭირდება.

„არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, ეს ანტიდემოკრატიულია. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ. მე ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, ვინ არის ის ხალხი, რომელიც ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა, რომელიც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენდა. ტექნიკურ დეტალებს ვერ შევეხები, დეტალურად არა ვარ გარკვეული, მაგრამ საუბრებიდანაც ვიცით და ეს არ არის ახალი თემა. შესაძლებელია, იყოს სენსიტიური თემები. ნამდვილად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სენსიტიური საკითხები და სხვადასხვა რეგულაცია ცუდად ყოფილა გამოყენებული, ამიტომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Next Post

თავდამსხმელებმა მკვეთრად გაააქტიურეს ფიშინგი Google-ის ანგარიშებზე ნადირობისას

სამ თებ 21 , 2023
568 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვარში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით Google-ის სერვისების ქვეშ თავშეფარებულმა ფიშინგურმა რესურსებმა მთელს მსოფლიოში თითქმის სამჯერ უფრო მეტად გააქტიურეს მცდელობა მომხმარებლების პირადი მონაცემების გამოტყუების მიმართულებით, ისინი Google-ის ეკოსისტემაში წვდომით ცდილობდნენ მრავალი ადამიანის პირადი მონაცემების მოპოვებას, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ YouTube-ი. კომპანია განმარტავს, რომ ზოგადად, თაღლითებს შეუძლიათ გამოიყენონ მოპარული ანგარიშები პოპულარულ ვიდეო ჰოსტინგზე თავიანთი მიზნების მისაღწევად. […]

შესაძლოა მოგეწონოთ