ავტო ლიზინგი VS ავტო განვადება

253 წაკითხვა

თუ მართვის მოწმობა ახლახანს აიღეთ და საკუთარი მანქანის შეძენა გადაწყვიტეთ, გილოცავთ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ სტატიაში კი მაქსიმალურად მარტივად აგიხსნით, რომელი სჯობს: ავტო ლიზინგი სჯობს თუ ავტო განვადება.

რას ნიშნავს ტერმინები: ავტო ლიზინგი და ავტო განვადება?

ავტო ლიზინგი ავტომობილის დაფინანსების საშუალებაა. უპირატესობები:

  • იღებთ სასურველ თანხას (მანქანის არასრული პროცენტის ოდენობით);
  • არ გჭირდებათ უძრავი ან მოძრავი ქონების ჩადება.

მანქანის გაფორმება ხდება სალიზინგო კომპანიაზე და მას შემდეგ, რაც მყიდველი გადაიხდის საფასურს, ავტომობილი გადადის მის მფლობელობაში. სალიზინგო კომპანიები აფინანსებენ ავტომობილის ღირებულებას სრულად ან ნაწილობრივ. ნაწილობრივ დაფინანსების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გააკეთოს თანამონაწილეობა, ანუ გადაიხადოს საფასურის ის ნაწილი, რომელსაც სალიზინგო კომპანია არ აფინანსებს.

 

ავტო განვადება კი ტრადიციული სესხია. ყოველთვიურად იხდით თანხას, რომლის ნაწილი სესხის ძირზე მიდის, ნაწილი კი – საპროცენტო განაკვეთზე. უპირატესობები:

  • იღებთ სასურველი რაოდენობის თანხას (შემოსავლის დადასტურების შემდეგ);
  • ავტომობილი თავიდანვე თქვენს მფლობელობაშია.

რომელ კომპანიასთან ვითანამშრომლოთ?

პირველ ეტაპზე, უნდა აარჩიოთ, რომელი გირჩევნიათ – ავტო განვადება თუ ავტო ლიზინგი. ამის შემდეგ, უნდა მოიძიოთ სასურველი შეთავაზება. თუმცა, პირობების გაცნობას ძალიან დიდი დრო მიაქვს. სწორედ ამიტომ, ამ პრობლემას მარტივად გადაგიჭრით Autocredit.ge. ეს არის პლატფორმა, რომელიც სრულიად უფასო სერვისს გთავაზობთ.

  • შეხვალთ საიტზე ge
  • შეავსებთ განაცხადის ფორმას;
  • მეილზე გამოგეგზავნებათ 7 სხვადასხვა სალიზინგო/საფინანსო კომპანიის შემოთავაზება.

 

ავტო კრედიტი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა:

 

  • ლიბერთი ბანკი;
  • სვი კაპიტალი;
  • მოგო;
  • ევროკრედიტი;
  • ტურბო;
  • სტარტო;
  • ევრო კაპიტალი.

ავტო კრედიტი დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ. პლატფორმა სრულიად უფასოდ მოგაწვდით საუკეთესო შეთავაზებებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად მიიღებთ – ავტო განვადება გირჩევნიათ თუ ავტო ლიზინგი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ნომერზე: (+995) 555 520 999

 

 

 

Next Post

თანამედროვე სამშენებლო პროექტში ბინის ყიდვის 6 უპირატესობა

სამ მარ 14 , 2023
253 წაკითხვაიღბლიანი ხარ, თუ ცხოვრების იმ ეტაპს მიაღწიე, როცა საკუთარი ბინის შეძენისთვის გეგმებს აწყობ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რთულია იმის უგულებელყოფა, რომ სახლის შეძენით გამოწვეულ ამაღელვებელ ემოციებს არა ერთი ქაოტური და დამღლელი პროცესი ახლავს. უძრავი ქონების არჩევის დროს თავში ასობით კითხვა ჩნდება, მათზე პასუხების მიღება კი დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, მაგალითად: რამდენი დაგვიჯდება ოცნების სახლის შეძენა? სად სჯობს […]