ბუღალტერია ერთ-ერთი ის სერვისია, რომელიც ნებისმიერი დიდი თუ მცირე ბიზნესის წარმოებისთვის შეუცვლელი ელემენტია. ბუღალტრული აღრიცხვა კი მოიცავს ფინანსური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას. სწორი აღრიცხვისათვის საჭირო პროცესების ჩატარების გარეშე, გარდა იმისა, რომ ბიოროკრატიული პრობლემები შეიქმნებოდა, ასევე, შეუძლებელი გახდებოდა კომპანიის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება.
21-ე საუკუნეში დიდი თუ მცირე ბიზნესები ქირაობენ ბუღალტრებს ან ბუღალტრულ კომპანიებს აუთსორსად. აუთსორს ბუღალტერიის საწარმოებლად დღეს არსებობს არა ერთი ბუღალტრული კომპანია. ასეთი ორგანიზაციების დახმარებით ბიზნესები დიდ დროსა და ენერგიას ზოგავენ, ამასთან აზღვევენ რისკებს, ვინაიდან, მათი ფინანსები პროფესიონალების ხელში ხვდება.
რა უპირატესობა აქვს აუთსორს მომსახურებას?
- საგადასახადო შეცდომების რისკი შემსრულებელი კომპანიის მხარეს გადადის. მაქსიმალურად დაზღვეულია რისკები და ხდება მათი პრევენცია.
- გაქვთ წვდომა სფეროს სხვადასხვა პროფილის ექსპერტზე, ფიქსირებულ ფასად.
- ბუღალტრის დაქირავებას სჭირდება პროგრამული უზრუნველყოფა, რაც დამატებითი ფინანსების ხარჯვას გულისხმობს. ბუღალტრული კომპანია გაძლევთ პროგრამულ უზრუნველყოფასაც.
რას აკეთებს აუთსორს ბუღალტრული კომპანია?
- ამზადებს ფულადი ნაკადების ანგარიშგებას
- გვაქვს წვდომა შესადარის ინფორმაციაზე, რომელიც განსაზღვრულია სტანდარტით
- გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას ფინანსური მდგომარეობის შესახებ
- ამზადებს კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებას
- ყოველთვიურად გვიგზავნის ახსნა-განმარტებით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს
როგორც უკვე ვთქვით, თანამედროვერეალობაში უამრავ კომპანიას გააქვს ბუღალტერია აუთსორსზე ადამიანური რესურსისა და დროისა დაზოგვის მიზნით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესის მმართველს კვლავ არ აქვს ინფორმაცია ამგვარი მომსახურების არსებობის შესახებ.
თუ თქვენც ასეთი წარმოებლების რიცხვში შედიხართ, ან უკვე კარგად იცნობთ აუთსორს სერვისებს, აუცილებლად გამოგადგებათ ინფორმაცია კომპანიაAccountAnts-ის შესახებ, რომელიც ბიზნესებს სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს და დაკომპლექტებულია პროფესიონალების გუნდით.
AccountAnts-ს დაქირავების უპირატესობებია:
- აღრიცხვის სამ დონიანი კონტროლი
- კომუნიკაციის და აღრიცხვის უახლესი სისტემები
- რეპორტინგის ქლაუდ სისტემა და ბუღალტერიის ვირტუალური კაბინეტი
- ახალგაზრდა ენერგიული და გამოცდილი გუნდი
თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული სერვისი თქვენთვის საინტერესოა, ანდეთ ფინანსების მართვა პროფესიონალ გუნდს – AccountAnts-ში, თქვენ კი საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე კონცენტრირდით.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: +995 32 212 22 12