სახლის ინტერიერის შექმნაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი კარებებისა და ფანჯრების შერჩევაა. ვინაიდან, ისინი არა მხოლოდ განსაკუთრებულ ესთეტიკას სძენენ სივრცეს, არამედ შეუძლიათ გავლენის მოხდენა ენერგოეფექტურობასა და ფუნქციურობაზე. სტატიაში განვიხილავთ კარ-ფანჯრების ყველაზე პოპულარულ ტიპებს, რომლებიც ტენდენციურია ბაზარზე.
კარებები და მათი ტიპები
- სტანდარტული კარებები – ესაა კლასიკური არჩევანი, რომელიც მზადდება სხვადასხვა მასალებისგან. მათ შორისაა:
- ხე
- მინაბოჭკოვანი
- ფოლადი
აღნიშნული მასალები უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და იზოლაციას, ასევე, მათი მორგება შესაძლებელია თქვენს სტილსა და დიზაინის პრეფერენციებზე.
- მბრუნავი კარებები: შესანიშნავი ვარიანტია ისეთი ტიპის შენობებში, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს და აუცილებელია დიდი ნაკადის დროის მოკლე შუალედში გატარება. მაგალითად: საავადმყოფოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები.
- ტყვიაგაუმტარი კარებები: აუცილებელია კომერციული შენობების, სამთავრობო და მაღალი უსაფრთხოების მქონე ობიექტების უსაფრთხოებისთვის.
- ხანძარსაწინააღმდეგო კარებები: მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოების ფუნქციური გამართულობისთვის, ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მსგავსი კარებები იცავს შენობის ცალკეულ სივრცეებს გარკვეული დროის მონაკვეთში, რაც იძლევა უსაფრთო ევაკუაციის საშუალებას.
- Hi-Finity კარებები: ესაა მინიმალისტური ტიპის ვარიანტი, რომელიც ულტრა თხელი ჩარჩოებით და დიდი მინის პანელებითაა აღჭურვილი. წარმოადგენს თანამედროვე ჯგუფს და შენობაში მაქსიმალურ ბუნებრივ განათებას იძლევა.
ფანჯრები და მათი ტიპები:
- სტანდარტული ფანჯრები: ყველაზე გავრცელებულ ტიპს მიეკუთვნება და სხვადასხვა მასალისგან მზადდება.
- ფანჯრები გაქურდვის საწინააღმდეგო სისტემით: იდეალურია შენობებისთვის, რომლებიც დამატებით დაცვას საჭიროებენ.
- მბრუნავი ფანჯრები: ამ ტიპის ფანჯრები შენობას მატებს ელეგენტურობას და დახვეწილობას.
- თხელი: პოპულარულია თანამედროვე სახლებსა და კომერციულ შენობებში, ვინაიდან, ქმნის მოდერნისტულ და მინიმალისტურ დიზაინს, მატებს შენობას ბუნებრივ განათებას და არის ენერგოეფექტური.
სად შევიძენ მაღალი ხარისხის კარებებსა და ფანჯრებს?
კომპანია „დომუს ალუმინიუმი“, წლებია ოპერირებს საქართველოს ბაზარდე და გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებულ, თანამედროვე კარებებსა და ფანჯრებს. დომუს ალუმინიუმი ორი წამყვანი ევროპული ბრენდის – გერმანული Schüco-ს და ბელგიური Reynaers-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
ესტუმრეთ დომუს ალუმინიუმის ვებ-გვერდს – https://domusaluminium.com მიიღეთ დეტალური ინფორმაცია და შეარჩიეთ თქვენს პრეფერეციებზე მორგებული კარებები და ფანჯრები.