სახანძრო უსაფრთხოების 3 ძირითადი მექანიზმი შენობის დასაცავად

204 წაკითხვა

უსაფრთხოების სისტემები თანამედროვე ყოველდღიურობის შეუცვლელი ელემენტი ხდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შენობების უსაფრთხოების გაუმართაობა არა ერთხელ გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. დღეს სამართლებრივი რეგულაციების გამო სავალდებულოც კია, შენობებში იყოს გარკვეული ტიპის უსაფრთხოების სისტემები.

 

უსაფრთხოების სისტემებში ერთიანდება:

  • ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  • შეზღუდული დაშვების სისტემა
  • ელექტრონული საკეტების სისტემა
  • შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა
  • პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა
  • ოთახების მართვის სისტემა და სხვ.

თითოეული ჩამოთვლილი მოიცავს სპეციფიკურ ფუნქციებსა და მექანიზმებს, რომლებიც მიმართულია შენობის დაცვისკე.

 

სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება შენობის დაცვის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. მისი მუშაობის პრინციპები კი 3 ძირითადი მექანიზმის გამართვას ემყარება. სახანძრო უსარფთხოებას უზრუნველყოფს:

  • ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა
  • ხმოვანი ევაკუაციის სისტემა
  • ხანძრის დეტექციის სისტემა

 

ხანძრის დეტექციის სისტემა

ხანძრის დეტექციის სისტემის ფუნქცია ხანძრის წყაროს მყისიერი აღმოჩენა და განგაშის სიგნალის გამოყენებით რეალური ან პოტენციური საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. მომენტალურ დეტექციას ხანძრით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე დაჰყავს.

ხმოვანი ევაკუაციის სისტემა

გარდა აღმოჩენისთვის საჭირო სისტემებისა, სახანძრო უსაფრთხოება გულისხმობს ხმოვანი ევაკუაციის სისტემის ფუნქციურ გამართვასაც.  აღნიშნული მექანიზმი საგანგაშო სიტუაციის (ხანძრის ან კვამლის) აღმოჩენისას, ვიდეო ან/და აუდიო შეტყობინების გაგზავნით, გვაწვდის მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ინფორმაციას.

 

ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა

სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როცა ხანძრის დეტექცია საფრთხისაგან თავის ასარიდებლად საკმარისი არ არის, ასეთ დროს კი საჭირო ხდება დამატებითი მექანიზმების ჩართვა. მსგავსი შემთხვევების პირობებში, არსებითად მნიშვნელოვანია ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემის ჩართულობა, რომელიც ხანძრის ზემოქმედებისგან იცავს შენობას და მასში არსებულ აქტივებს.

თუ გსურთ შენობა აღჭურვოთ უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოებით, კომპანია ვეზირი ამისათვის თანამედროვე და პროფესიონალურ საშუალებებს გთავაზობთ. ვეზირის პროდუქტების ნახვას და მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებთ ვებ-გვერდზე www.veziri.ge

 

ვეზირის პარტნიორი ბრენდები:

  • Rotarex
  • Honeywell
  • Wagner
  • TOA
  • Kidde
  • JBL
  • Bosch და სხვ.

 

 

 

Next Post

ტელევიზორის სამაგრები: შესანიშნავი გამოსავალი თქვენი ტელევიზორის დასამონტაჟებლად

სამ მარ 14 , 2023
204 წაკითხვატელევიზორები ჩვენი თანამედროვე გასართობი სისტემების მნიშვნელოვანი კომპონენტია და ისინი სხვადასხვა ზომისა და ტიპისაა. თუმცა, საუკეთესო გამოცდილების მისაღებად, მნიშვნელოვანია, ის დამონტაჟდეს შესაბამისი კუთხითა და სიმაღლით. სწორედ აქ გამოგადგებათ ტელევიზორის სამაგრები. ტელევიზორის სამაგრები: რა უპირატესობები აქვს?   სივრცის დაზოგვა – ტელევიზორის სამაგრები დაგეხმარებათ დაზოგოთ სივრცე თქვენს ოთახში, რადგან ისინი საშუალებას გაძლევთ დაამაგროთ ტელევიზორები კედელზე, სადგამის ან მაგიდისგან განსხვავებით. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, […]