მამუკა მდინარაძე – ბნელი სისტემის შემქმნელი ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა – ვერც სანქციას დააკისრებს ქვეყანას ვერავინ, რადგან სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრება

135 წაკითხვა

თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა სააკაშვილის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს.

„არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მისი მომავალი ვერ იქნება. სააკაშვილი ამ ქვეყნის ბნელი წარსულია. ადამიანს უბრალოდ შეუძლია მეტი ჭამოს და ამით მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრება. თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს – ვერც სანქციას დააკისრებს ამ ქვეყანას ვერავინ, რადგან სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს, თავისი სახელები დავარქვათ ყველაფერს და ვერც ვერავინ დაემუქრება. სინამდვილეში, შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირებიდან ყოველთვის, მაგრამ რეალობა სხვაა. არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები, მუქარები თუ ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, ვინაიდან საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული, ეს კაცი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში, ამ სისტემის შემქმნელი ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა.

საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა, ასეთი პრეცედენტი, ასეთი ჩანაწერი არ მოიძებნება, რომც მოიძებნებოდეს, ასეთის საფუძველი არ არის. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის იმ ბნელი წარსულის, მწამებელი სისტემის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. შეუძლია ოდნავ მეტი შეჭამოს და პრობლემა აღმოიფხვრება, ქართული კანონმდებლობა და ქართული სახელმწიფო ამ პრიმიტიულ შანტაჟს არ დაექვემდებარება“, – განაცხადა მდინარაძემ.

Next Post

ვლადიმერ პუტინი - მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, კრიზისის მოგვარებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს

ორშ მარ 20 , 2023
135 წაკითხვავლადიმერ პუტინი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს “კონსტრუქციული როლი” „უკრაინის კრიზისის“ გადაწყვეტაში. „მადლობელი ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთის დაბალანსებული ხაზისთვის და ამ მოვლენების ნამდვილი მიზეზების გაცნობიერებისთვის. მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, კრიზისის მოგვარებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს“, – აცხადებს პუტინი სტატიაში, რომელიც ჩინური გამოცემაში პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას „ძველ კარგ მეგობარს“ უწოდებს და […]