ვლადიმერ პუტინი – მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, კრიზისის მოგვარებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს

ვლადიმერ პუტინი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს “კონსტრუქციული როლი” „უკრაინის კრიზისის“ გადაწყვეტაში.

„მადლობელი ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთის დაბალანსებული ხაზისთვის და ამ მოვლენების ნამდვილი მიზეზების გაცნობიერებისთვის. მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, კრიზისის მოგვარებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს“, – აცხადებს პუტინი სტატიაში, რომელიც ჩინური გამოცემაში პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.

ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას „ძველ კარგ მეგობარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი მის ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს.

შეგახსენებთ, თებერვალში ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელსაც დასავლეთი სკეპტიკურად უყურებს.

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დღეს რუსეთში ჩადის, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *