„არის გარკვეული თემები, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას არათუ პასუხი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რაიმე ბრალდება წაუყენოს ხელისუფლებას“

234 წაკითხვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციისთვის კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი სჭირდება – ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ამ „ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ იმისთვის, რომ მათ აქციებზე ხალხი მოგროვდეს“.

„არის გარკვეული თემები, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას არათუ პასუხი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რაიმე ბრალდება წაუყენოს ხელისუფლებას. ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად, პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებშია, მათ შორისაა ექიმების ჩამოყვანა. არათუ პოლონეთიდან, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექიმების ჩამოყვანა და მუშაობა იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდეს, თუკი ასეთი პრობლემები არსებობს. რასაკვირველია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი, ამის თაობაზე საუბრობს კლინიკა, მთავრობა, ეს არყევს იმ პოზიციას და სტრატეგიას, რომელიც „ხაბეიშვილებს“ გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც ის მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა. ეს არის მთელი ზღაპარი, რომელიც მოიგონეს და ამ ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ იმისთვის, რომ მათ აქციებზე ხალხი მოგროვდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Next Post

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ამერიკული დრონის ინციდენტი რუსეთთან კონფლიქტში ამერიკის პირდაპირი მონაწილეობის ნიშანია

ორშ მარ 20 , 2023
234 წაკითხვაკრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გასულ კვირას შავ ზღვაში ამერიკული დრონის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს რუსეთთან კონფლიქტში ამერიკის პირდაპირი მონაწილეობის ნიშანია. “აშკარაა, რას აკეთებენ ეს დრონები და მათი მისია სულაც არ არის მშვიდობიანი მისია საერთაშორისო წყლებში გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ ამ დრონების ოპერატორების პირდაპირ ჩართულობაზე კონფლიქტში და ჩვენს წინააღმდეგ”, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი […]