სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება , – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაცემულია პუტინის დაპატიმრების ორდერი, საშინელი შედეგები ექნება საერთაშორისო სამართლისთვის.
„ეს არის საფუძვლების, სამართლის პრინციპების კოლაფსი, მათ შორის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პოსტულატების”, – აღნიშნა მედვედევმა.
მედევედევი მიმართავს მოსამართლეებს, „ყურადღებით უყურონ ცას“.
„და სასამართლო უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატო-ს ქვეყნების მოსახლეობა, ამიტომაც არ დაიწყებენ ომს. მათ შეეშინდებათ. არავის შეებრალებათ, ასე რომ მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას“, – განაცხადა მედვედევმა.