ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე – ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია

334 წაკითხვა

დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებმა განმარტება და განცხადებები გააკეთეს.

„მთავარი მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ ვუყურებთ დღითი დღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გუშინ გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

Next Post

რეგიონის ქვეყნებში, საქართველოს გარდა, აქტიურად გამოიყენება სათვალთვალო მობილური პროგრამები

სამ მარ 21 , 2023
334 წაკითხვა აზერბაიჯანი და სომხეთი აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის ქვეყნების გარდა), რუსეთისა და ცენტრალური აზიის ტოპ 10 ქვეყანას შორის არიან 2022 წელს სტალკერების თავდასხმების რაოდენობით.  „კასპერსკის ლაბორატორიის“ მობილური უსაფრთხოების გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინეს  130 ასეთი შემთხვევა აზერბაიჯანში (მე-5 ადგილი), სომხეთში – 27 (მე-10 ადგილი),   საქართველო კი – ამ სიაში არ შედის. კომპანიის ექსპერტები განმარტავენ, რომ სტალკერული  პროგრამული უზრუნველყოფა არის კომერციული პროგრამა, სადაც  თავდამსხმელებს […]

შესაძლოა მოგეწონოთ