დიმიტრი მედვედევი – ბირთვული სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიაში და დააკავეს – რა არის ეს? ეს არის ომის გამოცხადება რუსეთისთვის!

318 წაკითხვა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა სიტუაცია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას ეხება, რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა გერმანიის იუსტიციის მინისტრის სიტყვები, რომ თუ პუტინი მის ქვეყანაში შევა, დააპატიმრებენ.

„მოდით წარმოვიდგინოთ – გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც არასოდეს განხორციელდება, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რომ განხორციელდა. ბირთვული სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და დააკავეს. რა არის ეს? ეს არის ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციისთვის! და ამ შემთხვევაში ყველა ჩვენი საშუალება გაფრინდება ბუნდესტაგში, კანცლერის ოფისში და ა.შ. ესმის, რომ ეს არის „კაზუს ბელი“, ომის გამოცხადება? თუ ცუდად სწავლობდა?” – განაცხადა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის „სამართლებრივი არარაობა, რომელსაც, დაარსების დღიდან, მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია“.

Next Post

კახა კალაძე ანალენა ბერბოკის პოზიციაზე - აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია - ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებით აბსოლუტურ სიცრუეს ვისმენთ

ხუთ მარ 23 , 2023
318 წაკითხვათბილისის მერის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის განცხადებაში რეალობას აცდენილია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს. როგორც კახა კალაძე განმარტავს, ერთადერთი, ვინც ამ პროცესს ხელს უშლის, ოპოზიციაა. „არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ […]

შესაძლოა მოგეწონოთ