პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაპირისპირებით დასრულდა – დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი და უწმაწური რეპლიკებით მიმართეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

დაპირისპირება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძისადმი გაკეთებულ შეფასებას მოჰყვა. დასკვითი სიტყვის ბოლოს ღარიბაშვილმა სანიკიძეს მიმართა, მას “მოღალატე“ და გამყიდველი“ უწოდა და ისიც განაცხადა, რომ გუბაზ სანიკიძე 100 ათასს დოლარად გაიყიდა.

აღნიშნულის საპასუხოდ სანიკიძემ პრემიერის მისამართით შეიგინა.

სანიკიძის პრემიერისადმი მიმართვის პასუხად უმრავლესობის დეპუტატები ოპოზიციონერ კოლეგას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მას უწმაწური სიტყვებით მიმართეს, ამასთან, „ფარჩაკი“, „ნაძირალა“ და „მაიმუნი“ უწოდეს.

პლენარულ სხდომაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურად დაპირისპირების მცდელობას, თუმცა მანდატურების ჩარევის შედეგად ეს ვერ შესძლეს.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *