„პრეზიდენტს არჩევანი დაუგვიანდა,“ – დავით უსუფაშვილი

275 წაკითხვა

ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე” – პრეზიდენტს არჩევანი დაუგვიანდა, დიდი ხანია იყო ეს გასაკეთებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მან ეს გააკეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამისთვის პოლიტიკური სასჯელიც დაგვიანდა.

“ახია კი, არა მარტო ეს, ძალიან ბევრი რამ არის ახი. რაც ჩაიდინეს და აკადრეს ქართველ ხალხს, იმისთვის პოლიტიკური სასჯელი აუცილებლად მაშინვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაგვიანდა. ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზეც და “ქართულ ოცნებაზეც”. მთავარია ეს არ შეეხოს ქართველ ხალხს. თვითონ რას ნანობენ? – იმდენად უჭირდათ მაშინ, რომ მოძებნეს ვიღაც გვერდიდან შემოყვანილი, ვითომ დამოუკიდებელი, მერე მისი სახე გააქრეს და თვითონ ჩამოეკიდნენ იქ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Next Post

„ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა“

ხუთ მარ 30 , 2023
275 წაკითხვადასავლეთი უკრაინის კონფლიქტის უშუალო მონაწილეა, მის გარეშე ის დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც თავად უკრაინელი ლიდერები ამბობენ, თუ არ იქნება უკრაინაში მზარდი შეტევითი იარაღის მიწოდება, ისინი წააგებენ. „ეს დამახასიათებელი აღიარებაა. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა. მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის […]

შესაძლოა მოგეწონოთ