ლევან ხაბეიშვილი – „რუსული ოცნების“ ისტერია კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ – კრემლის პროპაგანდისტული მანქანის „მესიჯებით“ საუბრობენ

253 წაკითხვა

“რუსული ოცნების” ისტერია ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებისგან“ ვერ გაიგებთ პუტინის ან ლავროვის კრიტიკას, ლანძღავენ მათ, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

“ისევ იმავეს ვუყურებთ, რასაც აქამდე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მათ ლანძღავენ. ჩვენ მათგან არ ვისმენთ პუტინის ლანძღვას, ან ლავროვის კრიტიკას. ესეთ რამეს ვერ გაიგებთ. თქვენ მხოლოდ ნახავთ იმ ადამიანების ლანძღვას, შავ პიარს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს ისტერია, რაც რუსულ ოცნებაშია ატეხილი, მიანიშნებს, რომ საბოტაჟირებენ ჩვენს მომავალს და რუსულად, კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მესიჯებით საუბრობენ, იგივეა, რაც ფონ კრამონთან დაკავშირებით ახლა ხდება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

Next Post

დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი

ორშ აპრ 3 , 2023
253 წაკითხვააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სასამართლოს წინაშე 4 აპრილს წარდგება. გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა ერთ-ერთ პორნოვარსკვლავს თანხა გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ მასთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა. სასამართლოში მისვლამდე ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები საარჩევნო კამპანიებში მილიონობით დოლარს ხარჯავენ და მათი მიზანი […]