„კასპერსკის ლაბორატორია“: საქართველოში მომხმარებლებს უფრო მეტად თავს ესხმიან ფიშერები, სომხეთში – სკამერები

„კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემებით, 2022 წელს კომპანიის უსაფრთხოების გადაწყვეტილებებმა დაბლოკა 249 629  მომხმარებლის მცდელობა საქართველოში და 239 197 სომხეთში, გადასულიყვნენ ფიშინგ რესურსებზე სახლის მოწყობილობებიდან. თავდამსხმელები აქტიურად იყენებენ ამ ტექნიკას: ეს საშუალებას აძლევს მათ გაიტაცონ ანგარიშები, შეაგროვონ კონფიდენციალური მონაცემები და მოიპარონ საბანკო ბარათის მონაცემები. ფიშინგი, რომელსაც  მიზანში ჰყავს ამოღებული  სოციალური ქსელების მომხმარებლები, საშიშია, რადგან ფიშერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა არა მხოლოდ თავად პლატფორმაზე, არამედ მასთან დაკავშირებულ სერვისებზეც.

ბიზნესის ფიშინგი.   ფიშერები ხშირად მიზანში იღებენ  კომპანიებსაც. ამგვარად, საქართველოში 2022 წელს დაბლოკილი იქნა 117 081 მცდელობა, როცა კორპორატიული მომხმარებელი გადადიოდა  საეჭვო ლინკსა და წერილზე.  სომხეთში ამ რიცხვმა  106 354 შეადგინა.  ამავდროულად, ჩვეულებრივი ერთეტაპიანი თავდასხმების მაგივრად  წელს გამოჩნდნენ  მრავალეტაპიანი თავდასხმები. პირველ წერილში ფიშერები  პოტენციური კლიენტის სახელით ითხოვენ ინფორმაციის დაზუსტებას საქონლისა და მომსახურების შესახებ. თუ მსხვერპლი პასუხობს ასეთ ელ.წერილს, თავდამსხმელები პირდაპირ გადადიან ფიშინგზე, სოციალური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებითაც კი.

თაღლითობა (სკამერი).   2022 წელს საქართველოში Kaspersky-ს  გადაწყვეტილებებმა დაბლოკეს თაღლითურ რესურსებზე გადასვლის 10430 მცდელობა, სომხეთში – 33142. გასულ წელს პოპულარული სატყუარა იყო „აქციები“,  ვითომდა  დიდი ბანკების სახელით. ყალბი გვერდის ვიზიტორს სთავაზობდნენ მიეღო ერთჯერადი დახმარება ან შეევსო გამოკითხვა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად საფასურის სანაცვლოდ. ამავდროულად, სკამერები იყენებენ  სხვადასხვა ხრიკს მსხვერპლის სიფხიზლის მოსადუნებლად: კომპანიის ლოგოები, გარანტია, რომ ყველა აქცია არის ოფიციალური და არ არის თაღლითური,  წინადადების დეტალური აღწერა, რითაც ის უფრო ემსგავსება ორგინალს.   აი ეს არის  სკამერის, ფიშინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის,  დამახასიათებელი ნიშნები.

კიბერ   საფრთხეებისგან თავის დასაცავად, Kaspersky  გირჩევთ დაიცვან შემდეგი წესები:

  • არ მიჰყვეთ საეჭვო ბმულებს წერილებიდან, შეტყობინებებიდან მყისიერ შეტყობინებებში ან SMS-ში;
  • რეგულარულად დააინსტალირეთ განახლებები ოპერაციული სისტემისა და აპლიკაციებისთვის;
  • ჩამოტვირთეთ აპლიკაციები მხოლოდ ოფიციალური მაღაზიებიდან;
  • გამოიყენეთ რთული და განსხვავებული პაროლები ანგარიშებისთვის;
  • არ მისცეთ აპლიკაციებს წვდომა იმ ფუნქციებზე, რომლებიც მათ არ სჭირდებათ;
  • დააინსტალირეთ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა, რომელიც გაგაფრთხილებთ პოტენციურად საშიში საიტის შესახებ, ისეთი როგორცაა Kaspersky Internet Security.

გარდა ამისა, კომპანიებს მოუწოდებენ ჩაატარონ ტრენინგები, რომლებიც გაზრდის თანამშრომლების კიბერცოდნას.  მაგალითად, ავტომატიზირებული Kaspersky ASAP პლატფორმა ეხმარება უსაფრთხო ქცევის უნარების განვითარებას და მდგრადი ჩვევების ჩამოყალიბებას.  გადაწყვეტილება  საშუალებას მოგცემთ  შეაფასოთ თანამშრომლის ამჟამინდელი ცოდნა კიბერუსაფრთხოების სფეროში, დაადგინოთ, ამის შესაბამისად, უნარ-ჩვევების ნაკრები, რომელიც მას სჭირდება სამუშაო მოვალეობებისა და რისკის პროფილიდან გამომდინარე,  ისევე  როგორც  შეადგინოთ პროგრამის გავლის გრაფიკი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *