ირაკლი კობახიძე – ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები – წესებით დაგველაპარაკონ, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით

546 წაკითხვა

ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის „კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“ სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ დამოუკიდებელ სასამართლოში მოხდეს ჩარევა.

მისი თქმით, “ბევრი თემა” არსებობს, მათ შორის რას ითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში, ამიტომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, დაიცვან წესები.

„ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ, ან საზოგადოებას მაინც უთხრან. კარგი „ენჯეობის“ გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და საზოგადოებას უთხარი, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა დანაშაული ჩაიდინეს. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა? რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში.

ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი… დღეს არ მინდა ამაზე საუბარი. შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად“,- განაცხადა კობახიძემ.

Next Post

„მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას“ - მიხეილ სააკაშვილი

შაბ აპრ 8 , 2023
546 წაკითხვამე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. აზრზე მოვიდეთ ყველა და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც წყალს ვსვამდით მთელი ეს დრო. ესენი მიგვათრევენ უფსკრულში და უბედურებაში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, სანქციების გამოშვებით ამერიკამ მხარი დაუჭირა „მარტში ჩვენს ბრძოლას“. „ჩვენმა ხალხმა […]