კელი დეგნანი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე – შეერთებული შტატები ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცე დამცველია – ჩვენ ასევე პროფესიონალი, ეთიკური ჟურნალისტების მტკიცე დამცველები ვართ

შეერთებული შტატები ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცე დამცველია. ჩვენ ასევე პროფესიონალი, ეთიკური ჟურნალისტების მტკიცე დამცველები ვართ. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი, დაბალანსებული ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც შეკითხვა რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს.

„რა თქმა უნდა, პარლამენტში შესაბამისი წესების დაწესება პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია. როდესაც ცხადდება წესები, მნიშვნელოვანია, როგორ ხორციელდება ისინი. ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, თუკი ისინი ხორციელდება სამართლიანად და მიუკერძოებლად“, – აღნიშნა ელჩმა.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *