პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო

217 წაკითხვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად ასახელებს საქართველოს მთავრობის მხრიდან “ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის” მიღების პროცესს.

როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტში გამოსვლის “სათანადო დრო” ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული.

„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.

ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, – წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ 18 აპრილს, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო.

Next Post

კელი დეგნანი - BBC-ის მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია - ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, ამგვარი ბრალდებები თავად გამოიძიოს

ხუთ აპრ 13 , 2023
217 წაკითხვაBBC-ის მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ამგვარი ბრალდებები და თავად აწარმოოს გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად სანდოა აშშ-სთვის BBC-ის ინფორმაცია და განიხილავს თუ არა შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილის დასანქცირებას. „ჩვენ წინასწარ არ განვსჯით სანქციებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების […]

შესაძლოა მოგეწონოთ