სერგეი ლავროვი – საქართველოში პროტესტი სრულიად გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, რომლის თანახმად, თუ საზღვარგარეთიდან იღებ ფულს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი, გთხოვთ, გაგვაგებინე, საიდანაა ფული

145 წაკითხვა

საქართველოში პროტესტი სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ამა თუ იმ ხელმძღვანელობისადმი, ნათლად გამოჩნდა, როდესაც მოლდოვაში პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ იყო პროტესტები, ეკონომიკის განვითარების ინტერესების იგნორირების წინააღმდეგ პროტესტები. დასავლეთმა ეს ლამის როგორც კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობა დაგმო, ამავდროულად საქართველოში პროტესტები სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, რომლის თანახმადაც თუ საზღვარგარეთიდან იღებ ფულს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი – გთხოვთ, გაგვაგებინე, საიდანაა ფული“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, საქართველოს პროტესტის შემთხვევაში დასავლეთმა მათ აქტიურად დაუჭირა მხარი.

Next Post

გია ვოლსკი - პრეზიდენტი ერთი - ერთში იმეორებს იმ რადიკალური ოპოზიციის მესიჯებს, რომელიც გააჩნია ლევან ხაბეიშვილს და მასთან დაკავშირებულ პარტიის ლიდერებს

პარ აპრ 14 , 2023
145 წაკითხვაპრეზიდენტი ერთი – ერთში იმეორებს იმ რადიკალური ოპოზიციის მესიჯებს, რომელიც გააჩნია ლევან ხაბეიშვილს და მასთან დაკავშირებულ პარტიის ლიდერებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ მთავრობამ სტრასბურგში ვიზიტზე თანხმობა ხელოვნურად გააჭიანურა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ოპერატიულად მისცა მას თანხმობა და ამას მოწმობს დოკუმენტები. „ყველამ ვიხილეთ დასტური იმისა, რომ მთავრობას არანაირი […]