ნიკა მელია – ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია

269 წაკითხვა

გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავჯდომარე, პარტიის წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალა არა ერთობაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია და ოფისი გაიხსნა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც პარტიაშია.

მელიას განცხადებით, როგორც თბილისში გახსნილი ოფისისა და მიზნების შესახებ პარტიის მენეჯმენტს აცნობეს.

“ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ,(რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით) არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო.

ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში.

სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს.

ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!”, – წერს მელია “ფეისბუქზე”.

Next Post

ილია მეორე - საზოგადოების ნაწილი თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მიუღებელია - ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით, მისი შინაარსის გაუკუღმართებით

ორშ აპრ 17 , 2023
269 წაკითხვასამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი სხვა საკითხებთან ერთად ეპისტოლეში სწორედ „რეალურ თავისუფლებაზე“ საუბრობს და განმარტავს, რომ თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს, მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში […]