სერგეი ლავროვი – დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს

160 წაკითხვა

რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რათა ასეთი პრობლემები არა ხანმოკლე ვადით, არამედ გრძელვადიანი შეთანხმებების საფუძველზე მოგვარდეს.

შეგახსენებთ, 7 აპრილს ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.

Next Post

სალომე სამადაშვილი - ყველა ოპოზიციონერს დადასტურებული აქვს, რომ აპირებენ დაესწრონ სხდომას - დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, ამ მოწვევის პარლამენტში პირველად, საგამოძიებო კომისია შეიქმნება

სამ აპრ 18 , 2023
160 წაკითხვაყველა ოპოზიციონერს დადასტურებული აქვს, რომ აპირებენ დაესწრონ სხდომას – დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, ამ მოწვევის პარლამენტში პირველად, შეიქმნება საგამოძიებო კომისია,- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც აშშ-მა მოსამართლეები დაასანქცირა, კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, რადგან სასამართლო რეფორმა კანდიდატის სტატუსს პირდაპირ უკავშირდება. “გასული დღეების მანძილზე გავმართეთ კონსულტაციები თითოეულ დეპუტატთან, რომელსაც პარლამენტში აქვს ოპოზიციური პარტიების […]