სალომე სამადაშვილი – ყველა ოპოზიციონერს დადასტურებული აქვს, რომ აპირებენ დაესწრონ სხდომას – დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, ამ მოწვევის პარლამენტში პირველად, საგამოძიებო კომისია შეიქმნება

133 წაკითხვა

ყველა ოპოზიციონერს დადასტურებული აქვს, რომ აპირებენ დაესწრონ სხდომას – დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, ამ მოწვევის პარლამენტში პირველად, შეიქმნება საგამოძიებო კომისია,- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც აშშ-მა მოსამართლეები დაასანქცირა, კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, რადგან სასამართლო რეფორმა კანდიდატის სტატუსს პირდაპირ უკავშირდება.

“გასული დღეების მანძილზე გავმართეთ კონსულტაციები თითოეულ დეპუტატთან, რომელსაც პარლამენტში აქვს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობითი მანდატი და გავაფრთხილეთ თითოეული მათგანი, რომ დღეს სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის საკითხი. ყველა ოპოზიციონერი არის საქმის კურსში, მათ დადასტურებული აქვთ, როგორც ინფორმაციის მიღება, ასევე ის, რომ აპირებენ დაესწრონ სხდომას. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ მოწვევის პარლამენტში პირველად შეიქმნება საგამოძიებო კომისია. სასამართლო სისტემის რეფორმა არის სწორედ კონსენსუსის საკითხი ოპოზიციაში. მას შემდეგ რაც აშშ-მ დაასანქცირა სასამართლო კლანის წევრები, კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რადგან პირდაპირ უკავშირდება სასამართლო რეფორმა კანდიდატის სტატუსს და საგამოძიებო კომისია არის მიმართული იქითკენ, რომ ხელო შეუწყოს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას, სამადაშვილის თქმით, “ლელო” მის შექმნას მხარს უჭერს მას შემდეგ, რაც მისი შექმნის საკითხი დღის წესრიგში დადგა, თუმცა, რამდენად იგეგმება ამ საკითხის დღევანდელ სხდომის დღის წესრიგში დაყენება, ინფორმაცია არ აქვს.

“ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციები არსებობდა ოპოზიციურ სპექტრში. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ყოველი დასკვნა არის უფრო მძიმე, ვიდრე წინა, რაც ნიშნავს, რომ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ, რადგან მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური დამოკიდებულება აქვს მის მიმართ, თუ სააკაშვილის მდგომარეობა შეუქცევადად გაუარესდება ან ფატალური შედეგით დასრულდება, ჩვენ ალბათ, მრავალი წლით შეგვიძლია დავივიწყოთ ყველანაირი პერსპექტივა ამ ქვეყნის დასავლური მომავლის”, – განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მოსამართლეების საკითხის გარდა, უკვე რამდენიმე თვეა, „ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნას ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც.

Next Post

კრემლი - ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა

სამ აპრ 18 , 2023
133 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – აცხადებენ კრემლში. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე […]