კრემლი – ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა

154 წაკითხვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – აცხადებენ კრემლში.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით – პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ „მნიშვნელოვანია“ მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მოსმენა, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია, მოგისმინოთ, გავცვალოთ ინფორმაცია“, – განაცხადა პუტინმა სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაზე.

Next Post

Kaspersky - ფიშინგ თავდამსხმელები აქტიურად იყენებენ Telegram-ს

სამ აპრ 18 , 2023
154 წაკითხვა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე, „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინა 2,5 მილიონი უნიკალური ფიშინგ URL-მისამართები, რომლებიც გენერირებული იყო ფიშ-ვეშაპებთან — ფიშინგის გვერდის შექმნის მზა ნაკრებთან. ასეთი ხელსაწყოები პოპულარულია დარკნეტში, ამიტომ „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა გადაწყვიტეს გაეანალიზებინათ ფიშერთა Telegram-არხის რამდენიმე კონტენტი,  რათა გაერკვიათ, თუ რა მომსახურებებს გვთავაზობენ დღეს  ჩრდილოვან  პლატფორმებზე. მათ შორისაა ფიშინგური გვერდების შესაქმნელი Telegram-ბოტები,  რომელთა დახმარებით თავდამსხმელებს შეუძლიათ […]