როგორ ვიყიდოთ ნოუთბუქი Onoff-ზე რამდენიმე წუთში?

203 წაკითხვა

ახალი ტექნიკის შეძენამდე მნიშვნელოვანია, კარგად ავწონ-დავწონოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა თქმა უნდა, თუ არ გვინდა, მასში გადახდილი ფული წყალში გადაყრილი იყოს.

სტატიაში მოგიყვებით ნოუთბუქების 5 ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელზე. ასევე, გაგიზიარებთ ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებთ იყიდოთ თქვენთვის სასურველი ახალი და მეორადი ნოუთბუქები Onoff.ge-ზე ონლაინ.

Onoff.ge ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ყიდის პროდუქტებს 20-მდე კატეგორიიდან, მათ შორის:

  • მობილურები
  • ნოუთბუქები
  • ტექნიკის აქსესუარები
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • თავის მოვლის საშუალებები
  • საჩუქრები / სათამაშოები
  • წიგნები
  • მცენარეები
  • სპორტული აქსესუარები
  • სახლი და ოფისი და სხვ.

Onoff-ზე ნივთის შეკვეთა სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, პროცესი კი 3 ძირითად ეტაპს აერთიანებს:

  • სასურველი კატეგორიიდან ნივთის არჩევა
  • შეკვეთის გაკეთება (როგორც ყიდვით ისე განვადებით)
  • პირადი ინფორმაციის შევსება

მას შემდეგ, რაც სამივე უმარტივეს ეტაპს გაივლით, Onoff-ის კურიერები შეძენილ ნივთს თქვენთვის სასურველ მისამართზე მოგიტანენ. ახლა კი, დავუბრუნდეთ ნოუთბუქის 5 ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მის შეძენამდე. ესენია:

  • ნოუთბუქის ზომა
  • ეკრანის ხარისხი
  • ოპერატიული მეხსიერება
  • ელემენტის გამძლეობა
  • მეხსიერების მოცულობა

ზომა

თუ ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც ხშირად მოგზაურობს ან მუშაობს სხვადასხვა ადგილებიდან, თანაც თქვენთვის პორტატული მოწყობილობების ქონაა მნიშვნელოვანი, გირჩევთ, შეარჩიოთ თხელი, მსუბუქი და მცირე ზომის ნოუთბუქი.

 ეკრანის ხარისხი

ეკრანის ხარისხი ის პარამეტრია, რომელიც კომფორტის გარდა, თქვენი ჯანმრთელობის დაცვისკენაცაა მიმართული. თუ ხშირად ატარებთ დროს კომპიუტერთან სამსახურის ან სხვა მიზეზების გამო, დარწმუნდით, რომ ეკრანი გაუფრთხილდება თქვენს თვალებს. ამისათვის კი საჭიროა, შეარჩიოთ ისეთი ნოუთბუქები, რომლებიც აღჭურვილია “eyecare” ტექნოლოგიით და მინიჭებული აქვს საერთაშორისო (თვალის დაცვის) სერთიფიკატი.

ოპერაციული მეხსიერება

ოპერაციული მეხსიერება განაპირობებს გაჯეტის მაღალი წარმადობით მუშაობას. ნოუთბუქი, რომელსაც ადამიანები პროგრამულად რთული და ინტენსიური  სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ, აღჭურვილია მძლავრი ოპერატიული მეხსიერებით, რათა პროცესი სწრაფი და კომფორტული იყოს.

 ელემენტის გამძლეობა

კომფორტის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი ელემენტის გამძლეობაა. თუ გაჯეტის თან ტარება ხშირად გიწევთ მოგზაურობისას, თქვენთვის იდეალური იქნება ნოუთბუქი მძლავრი ელემენტით.

მეხსიერების მოცულობა

და ბოლოს, კარგი მეხსიერება ტექნიკისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ადამიანების შემთხვევაში. აღნიშნული ათასობით ფაილისა და მონაცემის უსაფრთხოდ შენახვაში დაგეხმარებათ.

ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.onoff.ge და შეიძინეთ სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე მარტივი კლიკით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +995 32 2 55 55 08

 

 

Next Post

უსაფრთხოების სისტემები თანამედროვე ერაში

სამ აპრ 18 , 2023
203 წაკითხვადღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის. ტექნოლოგიური განვითარების წყალობით, უსაფრთხოების სისტემები უფრო დახვეწილი და ეფექტური გახდა ქონების, აქტივებისა და ადამიანების დასაცავად. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების ერთ-ერთი გადამწყვეტი ასპექტი არის დაშვების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ავტორიზებული პერსონალის კონტროლირებად შესვლასა და გასვლას. რას მოიცავს უსაფრთხოების სისტემები? უსაფრთხოების სისტემები აკონტროლებენ წვდომას კონკრეტულ ადგილებში ან ობიექტებზე. ეს სისტემები იყენებენ სხვადასხვა […]