პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე გატანას დღესაც გეგმავს

193 წაკითხვა

პარლამენტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე გატანას დღესაც გეგმავს.

საკითხის დასაზუსტებლად პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მიმართა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „დღის წესრიგი არ არის განახლებული“ და შესაბამისად, საკითხი კენჭისყრაზე გამოვა.

„კენჭსაყრელი საკითხები რაც არის შეტანილი დღის წესრიგში, დღის წესრიგი ჩვენ არ განგვიახლებია. რაც არის დღის წესრიგში, ყველა ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე, საკითხების განხილვის შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე ორჯერ ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაიარეს.

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ცის დასაცავად სერიოზული იარაღი აქვს

ხუთ აპრ 20 , 2023
193 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს. “სახელმწიფო დონეზე ყველაფერი კეთდება რუსული დარტყმებისგან თავდაცვის უნარის ასამაღლებლად. საჰაერო თავდაცვის სისტემები და ცის დასაცავად განკუთვნილი სხვა იარაღი უკვე უკრაინაშია, ისინი მართლაც სერიოზულია. მაგრამ უნდა იყვნენ – და, დარწმუნებული ვარ, იქნებიან – კიდევ უფრო ძლიერი“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო […]