სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს

283 წაკითხვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც 24 და 25 აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა

“სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება”, – დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.

სერგეი ლავროვი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდება. მანამდე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთს განსახილველად საკმაოდ ბევრი თემა დაუგროვდა.

შეგახსენებთ, რუსეთი, 1-ელი აპრილიდან, ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

Next Post

არჩილ თალაკვაძე - ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა

ორშ აპრ 24 , 2023
283 წაკითხვაოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა – ჩვენ მოთმინებით და თანმიმდევრულად განვაგრძობთ სამუშაოს შესრულებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, საქართველო მზად იქნება, წარადგინოს ევრო რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ისე, რომ ევროკავშირს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი […]