1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა

2,378 წაკითხვა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5105 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7603 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7533 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0070 oლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Next Post

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია - დეზინფორმაციის ამჟამინდელ ცუნამში, ევროკავშირის ნამდვილი სიძლიერე იმ მოსაზრებების გაძლიერებაა, რომლებიც არა აღქმებს, არამედ ფაქტებს ეფუძნება

სამ აპრ 25 , 2023
2,378 წაკითხვადღევანდელ კრიზისულ პერიოდში, რომელიც, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება, ევროკავშირს აქვს საუკეთესო დრო იმ როლის და ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც ის შეიქმნა, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ამჟამად რაც ყველაზე მეტად სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არის მკაფიო, გაზომვადი და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური, მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით. მისი […]