დავით უსუფაშვილი – „ქართული ოცნება“ უმძიმეს დღეშია, მათ თვითდაზიანების ახალი პორცია შეიშხაპუნეს – ამ ვითარებაში კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია

529 წაკითხვა

ოპოზიციური ჯგუფები მუშაობას ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით განვაგრძობთ – ძალიან მყარად ვართ მოტივირებული, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, სადაც მომავალი კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში მუშაობაზე შეთანხმდნენ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხარესაა უპირატესობა როგორც კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თვალსაზრისით, ასევე საღი აზრითაც.

„აღმოჩნდა, რომ სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლება ერთი დიდი კლანია. ამიტომ ყველაფრის ფასად გადაეფარნენ მას. ოღონდ კი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ კითხვები არ დასვას, ამბობენ, რომ თუ საჭიროა არანაირ კანონებს არა მივიღებთ და პარლამენტი საერთოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას. „ქართული ოცნება“ უმძიმეს დღეშია. მათ თვითდაზიანების ახალი პორცია შეიშხაპუნეს – ამ ვითარებაში კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციამ საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, მათ შორის დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხი და ამ მხრივ სესიაზე მობილიზების თემა განიხილა.

Next Post

რომან გოცირიძე - პარლამენტში შემდეგ კვირას თავიდან იწყება თავდავიწყება

ხუთ აპრ 27 , 2023
529 წაკითხვამოსამართლეების სანქცირება პირდაპირ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის თავზე ყულფის მოჭერას,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ივანიშვილი სანქციებზე დარდობს. „ყველაფერი აქამდე მიდის, ეს არის ყველზე ბოლო ინსტანციის ძალაუფლება, რომელშიც წყდება ყველაფერი – ფინანსური საკითხები, პოლიტიკური დევნის საკითხები, არჩევნების შედეგები. იქიდან დაიწყეს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ამიტომ სანქციების დარდი აქვს ახლა“, – განაცხადა გოცირიძემ. მისივე განმარტებით, […]